შვეიცარია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 100 მლნ დოლარს გადარიცხავს

გამოქვეყნდა:

შვეიცარია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად100 მლნ დოლარს გადარიცხავს. 

შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  დაფინანსება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სასწრაფო რეაბილიტაციის პროექტებს მოიცავს .

"უკრაინასა და რეგიონში არსებული ჰუმანიტარული პროექტის გარდა, გამოყოფილია 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკი... შვეიცარია ეხმარება კომპანიებს ენერგიის წყაროების და სათადარიგო ნაწილების შეძენაში, მონაწილეობს სარკინიგზო დამაგრების სისტემების შეკეთებაში და უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებულთა დასახმარებლად ზამთრისთვის მოსამზადებლად“ -  წერია განცხადებაში

ქვეყანა ასევე გეგმავს დამატებით დახმარებას გენერატორების, ტუმბოებისა და წყლის გამწმენდი ნაგებობების გადაცემით უკრაინისთვის .

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი