დღეს პარლამენტში გრძელდება სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა. დეპუტატებმა კითხვები უკვე დაუსვეს ქეთევან ჩაჩავას, რომელსაც მმართველმა გუნდმა დამატებითი განმარტებები Facebook სტატუსებზე, მათ შორის ვანო ჩხიკვაძის პოზიციაზეც მოსთხოვა.
მათიკაშვილის კითხვას, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ჩაჩავამ უპასუხა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს. მან თქვა, რომ ესწრებოდა ყველა აქციას ევროინტეგრაციის საკითხზე, იქნებოდა ეს პრეზიდენტის ორგანიზებული, თუ სამოქალაქო სექტორის. "ქართულ ოცნებას" მან უთხრა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ბევრ რამის გაკეთება შეიძლებოდა, მათ შორის ვიზიტები ბრიუსელში.
კითხვა შეეხო მოქმედი სახალხო დამცველის კრიტიკასაც იმის გამო, რომ მან ერთ წელში ციხეში 6-ჯერ მოინახულა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რასაც კანდიდატმა უპასუხა:
"სახალხო დამცველის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა, სწორედ პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი და რა თქმა უნდა, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ყველგან, სადაც საჭირო იქნება სახალხო დამცველი, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ, ვისაც ჩავთვლი საჭიროდ, მათ შორის, ეს იქნება ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია თუ ნებისმიერი სხვა.
კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში ხვალ დასრულდება.