"როდესაც საფრთხე თავად სახელმწიფოს არსებობას ექმნება" - რუსეთი ისევ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ალაპარაკდა. გავრცელებულ განცხადებაში ლავროვის სამინისტრო წერს, რომ რუსეთი  მასობრივი განადგურების იარაღს იმ შემთხვევაში გამოიყენებს თუ, მათივე  შეფასებით, "საფრთხე რუსეთის სახელმწიფოებრიობას შეექმნება":

"ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკის განხორციელებისას რუსეთი ზედმიწევნით ხელმძღვანელობს იმ პოსტულატებით, რომლებიც ბირთვული ომის თავიდან არიდებას გულისხმობს. რუსეთის დოქტრინა ამ სფეროში მკაცრად არის გაწერილი და მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს. რეაგირება ბირთვული იარაღის გამოყენებით ჰიპოთეტურად დასაშვებია რუსეთისთვის მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისას, ან ისეთი ტიპის აგრესიისას, რომელიც ჩვეულებრივი შეიარაღებისას ხორციელდება, როდესაც საფრთხე თავად სახელმწიფოს არსებობას ექმნება" წერს ლავროვის სამინისტრო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი