რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე ავღანეთში, 10 წლის განმავლობაში - ზალუჟნი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე ავღანეთში 10 წლის განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ავრცელებს.

"უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში - 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, 118 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ ავღანეთში" - ამბობს ჟალუზნი

3 ნოემბრის მონაცემებით, 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 74 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. გარდა ამისა, 8 თვის განმავლობაში, უკრაინაში ლიკვიდირებულია რუსეთმა 1400-ზე მეტი სამხედრო იფიცრი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი