ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართეს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის მიმართვა პრეზიდენტს - შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

ოფიციალური დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაიგზავნა: 

"პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება დეპოლარიზაციის მიზნით იმ პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებაა, რომელიც ევროპული საბჭო პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო ჩართულობით და თქვენი მონაწილეობით 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა.

შესაბამისად, გვსურს მოგმართოთ საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში პოლიტიკური დეპოლარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამოიყენეთ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის ვ ქვეპუნქტით თქვენთვის მინიჭებული უფლება და შეიწყალეთ მსჯავრდებული ნიკა გვარამია.

19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი პოლიტიკოსები ასევე მზად არიან შეგხვდნენ უახლოეს დღეებში და უშუალოდ გაგაცნონ საკუთარი არგუმენტაცია,თუ რატომ ესახებათ შეწყალების გამოყენება  მიზანშეწონილად ნიკა გვარამიასთან მიმართებაში." ნათქვამია ოფიციალურ მიმართვაში. 

გუშინ, 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი