პაკისტანის ყოფილი პრემიერი საპროტესტო მსვლელობისას დაჭრეს

გამოქვეყნდა:

პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრი, იმრან ხანი საპროტესტო აქციის მსვლელობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. 70 წლის ხანი ისლამაბადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მსვლელობას ხელმძღვანელობდა. 

ის ფეხშია დაჭრილი. უფროსმა თანაშემწემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეიარაღებული პირი, რომელმაც ხანს ესროლა, მოკლეს, მეორე კი პოლიციამ დააკავა.

"ეს იყო მისი მოკვლის, მკვლელობის მცდელობა", - თქვა მან.

ყოფილ პრემიერთან ერთად დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი. სროლაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი