უკრაინამ ოკუპანტებისგან 107 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლა, მათ შორის "აზოვსტალის" მცველები

გამოქვეყნდა:

ტყვეების მორიგი გაცვლა - უკრაინამ ოკუპანტებისგან 107 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლა. გათავისუფლებულია  6 ოფიცერი, 101 რიგითი და სერჟანტები - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელა.

საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის დამცველებზე. გათავისუფლებულთა შორის არიან "აზოვსტალის" მცველებიც. კერძოდ, 74 ჯარისკაცი. 

ერმაკის ინფორმაციითვე, გათავისუფლებულთა შორის არიან ოლენოვკის კოლონიაში, რუსული დაბომბვის შედეგად დაშავებული ჯარისკაცები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი