ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ პუტინი იქ იქნება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, რომელიც ნოემბერში გაიმართება ინდონეზიაში, თუ იქ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. 

„ჩემი პირადი და უკრაინის პოზიციაა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას...დღეს ისევ დაგვპატიჟეს. ვნახოთ, რამდენიმე დღე დარჩა",- თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა მოახლოებული სამიტისთვის ემზადება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი