საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს. ფადი ასლი საოცნებო ათ წელს აფასებს და ყველა მიმართულებით გართულებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
მართლმსაჯულების პოლიტიზირებული სისტემა, მიტაცებული ინსტიტუტები, ადამიანების დარღვეული უფლებები, ოლიგარქიული რეჟიმი - ბიზნესმენი ოლიგარქ ივანიშვილს ღიად აკრიტიკებს და უწინასწარმეტყველებს, რომ მოსამართლეები, რომელთაც ახლა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებინებს მალე განაჩენს თავად ივანიშვილს გამოუტანენ.
ბიზნესმენი პირდაპირ ამბობს, რომ ოცნების 10-წლიანი მმართველობა ისტორიაში იმ ერთადერთ შემთხვევად შევა, როდესაც საქართველოს მთავრობა დაუმეგობრდა ოკუპანტს და დაუპირისპირდა პარტნიორებს.