
უკრაინაში გმირულად დაღუპულ გუგა გაგნიძეს სამშობლოში 4 ნოემბერს გამთენიისას, 05:15- ზე ჩამოასვენებენ.
40 წლის ქართველი მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა, იყო ოცმეთაური და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა. ის ბახმუტთან, კონტაქტური ბრძოლის დროს ტყვეთა აყვანის ოპერაციისას დაიღუპა.
ჯგუფი "ვაგნერელების" ჩასაფრებაში მოჰყვა. როგორც თვითმხილველები და გადარჩენილის თანამებრძოლები ამბობენ, მან ბოლომდე არ დატოვა ბრძოლის ველი და გმირულად დაეცა.