
სირიაში, ხმელთაშუა ზღვის თავზე, რუსეთის ბაზის სიახლოვეს, შეერთებული შტატების თვითმფრინავის, KC-135-ის ეკიპაჟმა მამაკაცის სასქესო ორგანო გამოსახა. ინფორმაციას გამოცემა Politico Flightradar24-ის მონაცემებსა და La Repubblica-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებს შორის დაძაბულობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მაშინ, როცა 16 თებერვალს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი აშშ-ს სამ საზღვაო თვითმფრინავს ნორმაზე მეტად მიუახლოვდა.