უკრაინაში დაღუპული ქართველო სამხედრო, გურგენ გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გურგენ გაგნიძე გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს. 40 წლის მებრძოლის ცხედრის ჩამოსვენებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები ესწრებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, გურგენ გაგნიძე, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა. მას  ზესტაფონში გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

რუსეთ-უკრაინის ომს უკვე 24 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ლევან სახელაშვილს ჯერ კიევში გადაასვენებენ,ხოლო შემდეგ, 6 ნოემბერს, სამშობლოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი