"ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს" - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ ირანს გაათავისუფლებს - "არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ", – თქვა ბაიდენმა

მას არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებს აშშ-ის მთავრობა "ირანის გასათავისუფლებლად"

ბაიდენის განცხადებაზე თეთრ სახლს დამატებითი კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ  პროტესტი ირანში 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. მოგვიანებით სამართალდამცავების მიერ ნაცემი გოგო კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა.  მას შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება. ხალხის პროტესტს ხელისუფლება ძალას უპირისპირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი