ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში ბრუნდება - არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია

გამოქვეყნდა:

სამშაბათს ისრაელში ბოლო სამ წელში უკვე მეხუთე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. უკვე ცნობილია საბოლოო შედეგები, რომლის მიხედვითაც, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისევ ხელისუფლებაში ბრუნდება.

მისმა პოლიტიკურმა ძალამ „ლიკუდმა“ და მისმა პარტნიორებმა, ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში 64 ადგილი მოიპოვეს.

ნეთანიაჰუს გამარჯვება უკვე მიულოცა ქვეყნის მოქმედმა პრემიერმინისტრმა იაირ ლაპიდმა და თქვა, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი ყველა წესის დაცვით ჩაივლის.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი