ოკუპანტებმა გარკვეულ რაიონებში საომარი მოქმედებების ინტენსივობა გააძლიერეს, ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა ხდება - ზალუჟნი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ფრონტის გარკვეულ რაიონებში საომარი მოქმედებების ინტენსივობა გააძლიერეს.

ამის შესახებ მან ისაუბრა ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მეთაურთან და ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან სატელეფონო საუბრისას. 

ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა ხდება ფრონტზე.

„ჩვენ განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. დაძაბულია, მაგრამ კონტროლის ქვეშ. მტერმა გააორმაგა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ რაიონებში - ყოველდღიურად 80-მდე შეტევაა. ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის წყალობით, ჩვენ თავს ვიცავთ“, - აცხადებს ზალუჟნი. 

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ პრობლემაა რუსული სარაკეტო თავდასხმები და მტრის მხრიდან დრონების გამოყენება.

"პარტნიორებს ესმით უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო და საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობა და ამისთვის მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ“, - აღნიშნავს ზალუჟნი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი