საფრანგეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც 65 შეკვრა კბილის ჯაგრისი მოიპარეს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც 65 შეკვრა კბილის ჯაგრისები მოიპარეს, - ფრანგული მედიის ინფორმაციით,  დაკავებულია 2 პირი, შემთხვევა ფორკალიეს ოლქში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს ადამიანები ოლორონ-სენტ-მარის ოლქში 9 სექტემბერს მომხდარ ქურდობასთანაც არიან კავშირში. გარდა ამისა, ვარაუდობენ იმასაც, რომ ისინი მოპარული ნივთების გაგზავნას საქართველოში გეგმავდნენ.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში ბოლო დროს მცირე ზომის აქსესუარების, მათ შორის კბილის ჯაგრისების და საპარსების მოპარვა გახშირდა, რადგან მათი წაღება და სხვა ქვეყანაში გაგზავნა უფრო ადვილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი