ომის დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება - გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს. 

Spiegel-ის ცნობით, ბუშმანი  მოლაპარაკებებს გეგმავს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ასევე  უფლებადამცველებთან.

მოლაპარაკებების მთავარი თემა, ომის დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება იქნება. გარდა ამისა,  ხაზგასმულია, რომ გერმანიას ამ საკითხში უკრაინის მხარდაჭერა სურს.

"რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებას ბოლო თვეებში მეზობელ ქვეყანაზე თებერვალში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის", - თქვა ბუშმანმა.

გარდა ამისა, მხარეებმა უნდა განიხილონ იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გეგმები, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გათვალისწინებით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი