
დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქის ოლეშკოვის რაიონის სოფელ რადენსკთან, განადგურებულია სასტუმრო, რომელსაც ოკუპანტები სამხედრო ბაზად იყენებდნენ და შეიარაღებას ინახავდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ოლეშკის მერმა, ევგენ რიშჩუკმა გაავრცელა:
"დღეს ღამით ხერსონის ოლქის ოლეშკოვის რაიონის სოფელ რადენსკთან სასტუმრო კომპლექსი „ოქროს ხოხობი“ გამოსცადეს, დაფიქსირდა დარტყმა და იყო აფეთქება ორი საათის განმავლობაში." წერს ის.
მისივე თქმით, მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, კომპლექსი მთლიანად განადგურდა.
შეგახსენებთ, აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ხერსონის რაიონში 88 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული.