რუსეთში ნასამართლევი პირების სამხედრო გაწვევა დაკანონდა - პუტინმა ბრძანებას ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აკანონებს ნასამართლევი პირების სამხედრო გაწვევას მობილიზაციის დროს. ბრძანების მიხედვით, რუსეთში ლეგალური ხდება იმ პირების გამოძახება სამხედრო სამსახურში, რომლებსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ.  

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, გამონაკლისია ისეთი დანაშაული, როგორიცაა ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო მოპყრობა, მათი ქურდობა ან გამოძალვა.

მოქმედი კანონმდებლობით, მობილიზებისთვის სამხედრო სამსახურში გაწვევას არ ექვემდებარებიან მოქალაქეები, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი