
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ქვეყნიდან არაერთი ცნობილი მსოფლიო ბრენდის გასვლის შემდეგ, რუსეთმა Мир-ის მაცივრების გამოშვება განაახლა. ინფორმაციას კორპორაცია Ростех საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
ტექნიკის მწარმოებელი კომპანია ПОЗиС-ის გენერალური დირექტორი რადიკ ჰასანოვი ამბობს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ხარისხით და საიმედობით გამორჩეულ მაცივრებს წარმატების გამეორების შანსი აქვს, მისი თქმით კომპანიას წელიწადში 600 ათასი მაცივრის გამოშვება აქვს დაგეგმილი.
სავაჭრო მარკის "Мир“-ის სახელწოდების პირველი მაცივარის "ДХ-120"-ის გამოშვება 1959 წლიდან დაიწყო.