ხვალ საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა ჩამოვა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გოშევსკა ხვალვე ვივა მედთან მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მისცემს თუ არა უფლებას საქართველოს ხელისუფლება ამჯერად მაინც პოლონელ პოლიტიკოსს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლებას, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, გოშევსკას მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უკვე ორჯერ უთხრეს. პირველად მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, ხოლო მეორედ უკვე კლინიკა ვივა მედში ყოფნის დროს. თუ რატომ, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ.