დაპირიპირებისა და დაძაბულობის ეპიცენტრად ქცეული თბილისისი საკრებულო. თვითმმართველობის ორგანოში ვითარება დღეს რამდენჯერმე უკიდურესად გამწვავდა. სახელისუფლებო პარტიის დეპუტატები და ოპოზიცია ერთმანეთს ჯერ დერეფნებში, შემდეგ კი სხდომათა დარბაზში დაუპირისპირდნენ.
უარგუმენტო განცხადებების შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თბილისის მერის დაცვა მუშტებით სცადეს. დაძაბულობამ კი კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, რაც სხდომაზე დაბარებულმა კახა კალაძემ დემონსტრაციულად დაარღვია კანონი და საკრებულოში არ მივიდა. მისი თანაგუნდელები კი თავდასხმებით ცდილობდნენ მერისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის არიდებას ვაკის პარკის ტრაგედიაზე და ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებდნენ.