
გარემოსდამცველი აქტივისტების საპროტესტო პერფორმანსები სულ უფრო აქტუალური ხდება. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ახალგაზრდებმა უკვე მიიქციეს ყურადღება უდიდეს მუზეუმებში გამოფენილი ხელოვნების ნიმუშების დაზიანების მცდელობით.
აქტივისტები საღებავს ან სხვა ნივთიერებას ასხავენ ცნობილ ტილოებს - ნამუშევრები არ ზიანდება, რადგან მათი უმეტესობა დაცულია, თუმცა აქციის მიზანი ხელოვნებასთან ბრძოლა არც არის. ასეთი აქტივობით გარემოსდამცველები ხელისუფლებების ყურადღების მიქცევას ცდილობენ და კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი