
G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ შექმნან "კოორდინაციის მექანიზმი", რომელიც დაეხმარება უკრაინას "აღადგინოს და დაიცვას მისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურა".
„დიდი შვიდეულის“ წარმომადგენლებმა ზამთრის წინა დღეებში უკრაინის სახელმწიფოს საჭიროებებზეც ისაუბრეს. როგორც The Washington Post იტყობინება, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, კანადისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „კოორდინაციის მექანიზმის“ განხორციელების პირობები განიხილეს.
„თუ ჩვენ დავუშვებთ ამის იგნორირებას, საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები დაიწყებს ეროზიას და საბოლოოდ დაინგრევა და ვერცერთი ჩვენგანი ვერ დაუშვებს ამას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საუბრისას.
ყველა თანამდებობის პირი შეთანხმდა, რომ აუცილებელია მოქმედება ზამთრის დადგომამდე.