
შაბათს ღამით რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ენერგოდარიდან ცეცხლი გაუხსნეს დნეპროპეტროვსკის ოლქის სამ თემს - განაცხადა დნეპროპეტროვსკის სამხარეო პოლიციის განყოფილების უფროსმა ვალენტინ რეზნიჩენკომ.
მისი თქმით, ნიკოპოლში 40-მდე ჭურვი გაისროლეს.
"დაზიანებულია ათობით მრავალსართულიანი და კერძო სახლი, კომუნალური შენობები და გაზსადენი. რუსული ჭურვები ასევე მოხვდა ადგილობრივ ლიცეუმს, სამრეწველო და სატრანსპორტო საწარმოებს. დაზიანდა საწარმოო ობიექტები და კერძო ქონება", - წერს რეზნიჩენკო.
მისი თქმით, გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან. მან ასევე დაწერა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შაბათს ღამით კიდევ ერთი შაჰედ-136 "კამიკაძე" დრონი ჩამოაგდო.