ბაიდენი: Twitter მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სოციალური ქსელი Twitter მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციასა და ტყუილებს ავრცელებს.

"ის, რაც ყველას გვაწუხებს - ილონ მასკი მიდის და ყიდულობს [Twitter-ს], რომელიც მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს. ამერიკაში რედაქტორები აღარ არსებობენ. როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვებს, თუ რა დევს სასწორზე?" - თქვა ბაიდენმა.

4 ნოემბერს Twitter-მა თავისი თანამშრომლების ნახევარი გაათავისუფლა. თუმცა, მასკის მითითებით, შემცირება ნაკლებად შეეხო გუნდს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზეა პასუხისმგებელი.

Reuters-ის წყაროს ცნობით, მასკმა Twitter-ის გუნდს დაავალა, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯი $1 მილიარდამდე შეემცირებინათ. მანამდე, ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა.

ცნობისთვის, 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი