
კიევში მყოფი თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ ამერიკა გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას, იმის მიუხედავად, რომელი პარტია გაიმარჯვებს სენატის არჩევნებში.
"მადლობელი ვარ ჩეხეთის რესპუბლიკის, ნიდერლანდებისა და აშშ-ის ერთობლივი გადაწყვეტილებისთვის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცენ 90 ერთეული ტანკი T-72. პირველი 26 გარემონტებული და მოდერნიზებული ტანკი მომავალ თვეში ჩამოვა. გმადლობთ, მეგობრებო, უკრაინის მიმართ თქვენი ურყევი სოლიდარობისთვის"- წერს უკრაინაის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე.
უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს ნიდერლანდებიც, რომელიც ჩეხეთთან და აშშ-თან ერთად, ჩეხეთიდან უკრაინას 90 მოდერნიზებულ და გარემონტებულ ტანკს მიაწვდის.