სასწავლო პერსონალის, საბრძოლო მასალისა და ობიექტების დეფიციტის გამო, რუსეთი წვრთნებს ბელარუსში ატარებს - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, უჭირს სამხედრო წვრთნების უზრუნველყოფა მისი ამჟამინდელი მობილიზაციისა და ყოველწლიური გაწვევისთვის.

უწყების თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე ავარჯიშებს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციისთვის" საჭირო დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცს. ამ რიცხვს კი დაემატა 30 სექტემბერსა და 1 ნოემბერს გამოცხადებული დამატებითი რეგულარული შემოდგომის წლიური გაწვევის ციკლი, რომელიც როგორც წესი, მოიცავს 120 000 სამხედრო პერსონალს.

დაზვერვის თქმით, ახლადმობილიზებულ წვევამდელებს, სავარაუდოდ, აქვთ ან მინიმალური სამხედრო მომზადება, ან აღნიშნული საერთოდ არ აქვთ. დაზვერვა წერს, რომ გამოცდილი ოფიცრები და ტრენერები უკრაინაში საბრძოლველად განლაგდნენ - ზოგიერთი კი კონფლიქტის დროს სავარაუდოდ, დაიღუპა.

ყოველდღიურ ანგარიშში დაზვერვა იუწყება, რომ რუსული ძალები წვრთნებს ბელარუსში ატარებენ, რადგან რუსეთში სასწავლო პერსონალის, საბრძოლო მასალისა და ობიექტების დეფიციტია. დაზვერვის თქმით, ძალების განლაგება მცირე წვრთნით ან სრულიად მოუმზადებლად, არ იძლევა დამატებით შეტევით საბრძოლო შესაძლებლობებს.

ნახეთ ასევე:

ISW: პუტინი რუსეთში ფარული მობილიზაციის გასაგრძელებლად პირობებს ქმნის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი