
უკრაინის ქალაქ ოდესის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟს. ამის შესახებ ქალაქის მერი გენადი ტრუხანოვი Facebook-ზე წერს. მისი ცნობით, კენჭისყრა ოდესის საკრებულოში ჩატარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი საკითხის საკრებულოს მომავალ სხდომაზე გატანაა.
"დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი ხმის მიცემის შედეგებს გაითვალისწინებენ საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საბოლოო გადაწყვეტილებაზე. პირადად მე მივცემ ხმას დემონტაჟს", - დაწერა ტრუხანოვმა.