
რუსეთის ტყვეობაში მყოფი 19 უკრაინელი მესაზღვრე უკვე თავისუფალია. ინფორმაციას უკრაინული მედია საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, უკრაინელები უკვე მშობლიურ მიწაზე იმყოფებიან, მათ მისცეს ტელეფონებიც და შეძლეს ახლობლებთან დაკავშირებაც.
"რუსების ტყვეობის გრძელი თვეები დასრულდა. 19 მესაზღვრე დაბრუნდა სახლში. მათ სამედიცინო შემოწმებას და რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. მთავარია, რომ ცოცხლები არიან და სახლში არიან", - წერს უწყება.