ხანძარი რუსეთის ღამის კლუბში | დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ქალაქ კოსტრომში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სააგენტო „ინტერფაქსი“, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ადგილობრივ შტაბსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ სამმართველოზე დაყრდნობით, წერს, რომ დაღუპლთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს შენობაში 260-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმეტესობის გამოყვანა მაშველებმა დროულად შეძლეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი პიროტექნიკის გამოყენების გამო გაჩნდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი