ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12-პუნქტიანი რეკომნდაცია - ოპოზიციური პარტიები: "დროა", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ამ წუთებში საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და იურისტებს ხვდებიან.
შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება 12 პუნქთან დაკავშირებით, როგორ ასრულებს მმართველი გუნდი ამ პუნქტებს და რა უნდა გაკეთდეს დეოლიგარქიზაციისთვის.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ოცნება ამ რეკომენდაციებს არ ასრულებს და საზოგადოებასა საკუთარ გეგმას სთავაზობენ.
საუბარი შეეხო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობასაც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, აღნიშნული ერთ-ერთი დასტურია, რომ ოცნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკოემნდაციის შესრულებას არ აპირებს.