"ტენდერი არჩილ ჩიქოვანის კლასელმა მოიგო"| ბათუმს მილიონიანი ნაძვის ხე ექნება

გამოქვეყნდა:

ბათუმს ახალ წელს 1 000 000 ლარიანი ნაძვის ხე ექნება - კომპანია „აჭარგანათებამ“ ბათუმის მერიასთან გამარტივებული წესით ხელშეკრულება გუშინ გააფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებმა სოციალურ ქსელში გამოცხადებული კონკურსით წესით ჯერ კიდევ სამი თვის წინათ შეარჩიეს სასურველი დიზაინის საახალწლო ნაძვის ხე, ბათუმის მერიამ ხელშეკრულება მაინც მისთვის სასურველ კომპანიასთან გააფორმა.

"1 თვეა ვითხოვთ არჩილ ჩიქოვანისგან პასუხს. ხელშეკრულება გამოგვიზავნოს, მაგრამ ვერ მივიღე. ახლა ვგებულობთ, რომ ტენდერი მოიგო ისევ "აჭარგანათებამ", რომლის ხელმძღვანელიც არის არჩილ ჩიქოვანის კლასელი"- ამბობს ქეთი ლასტაკანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. 

 ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი