"ჩვენი შრომა 20 ლარი არ ღირს", გაიზარდოს მინიმალური ხელფასი - ამ მოთხოვნით, თბილისში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია გაიმართა.
ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრმა" დასაქმებულებთან ერთად აქცია პერფორმანსი გამართეს მშრალ ხიდზე, გმირთა მოედანსა და იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე.
ორგანიზატორების თქმით, მძიმე სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, აუცილებელია ძალიან სწრაფად საქართველოში მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვარი დაწესდეს.