აზოვსტალის დამცველთა ნახევარზე მეტი რუსული ტყვეობიდან უკვე გაათავისუფლეს | უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის კოორდინაციის შტაბის წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსული ტყვეობიდან აზოვსტალის დამცველი 1 279 უკრაინელი სამხედრო უკვე გაათავისუფლეს, მათ შორის აზოვის პოლკის 455 მებრძოლი.

იუსოვის თქმით, 2022 წელს მარიუპოლისთვის ბრძოლების დროს აზოვსტალს დაახლოებით 2 500 უკრაინელი იცავდა, საიდანაც 1 279 დღემდე გაათავისუფლეს.

"ეს კარგი დინამიკაა სხვა დანაყოფებთან შედარებით", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის წარმომადგენელმა.

იუსოვმა განაცხადა, რომ "1000 1000-ის ფასად" ფორმატში უახლესი გაცვლის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 46 სხვადასხვა დანაყოფიდან სამხედრო ტყვეების გათავისუფლება, რომელთა წარმომადგენლებიც ადრე სიებში არ იყვნენ შეყვანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი