ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაში 500 ელექტროენერგიის გენერატორი გაგზავნეს

გამოქვეყნდა:

ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ცნობით, ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინაში 500 დენის გენერატორი გაგზავნა, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას ელექტროენერგიის რეგულარული შეწყვეტის ფონზე.

„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა“, - განმარტა დახმარების სააგენტომ გადაწყვეტილებაში. 

ენერგორესურსების გაგზავნილ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი, დანია და სხვა. ევროპის სამოქალაქო დაცვის ორგანო მოქმედებს როგორც შუამავალი, რათა დაეხმაროს მიწოდებას.

ცნობისთვი, რუსული არმია უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უტევს. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმებმა ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტების დაახლოებით 40% დააზიანა.

ნოემბრის დასაწყისში, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმსონმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი იკვლევს გზებს უკრაინის ენერგეტიკის სექტორისთვის დახმარების გაზრდის მიზნით რუსული არმიის "სასტიკი და არაადამიანური" თავდასხმების შემდეგ. მან მოუწოდა უცხოურ კომპანიებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ უკრაინაში ელექტროტექნიკის გადაცემას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი