„რაც შეეხება ე.წ. "ტროიკის“ თემას, ეს ხელმოცარულები და წყალწაღებულები რომ გაერთიანდნენ, არ ვიცი, რა იმედი უნდა ჰქონდეთ, არაფერი. მცდელობა აქვთ, ისევ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, რა შედეგი უნდა მიიღოს. მაგალითად, ვაშაძე, ვინც შეიყვანა, მგონი, ბოლოს თვითონ და ის პაატა დარჩნენ. ახლა გიჟ ჯაფარას მცდელობა აქვს, ვითომ თავისუფალი სამყაროს ლიდერია, საკუთარი პარტია რომ შექმნა, გახსოვთ, რა შტერობებს ჩადიოდა. იქიდანაც კი გამოაბუნძულეს, იმდენად უსამართლო და არაადეკვატური ტიპია. მესამე ქალბატონი ხოშტარია, რუსული ფულით. არ ვიცი, შეიძლება ჩვენ გვყავს საზოგადოებაში რუსული ორიენტაციის გარკვეული მიმდევრები და ალბათ, მათ თუ შემოიკრებს, თორემ ამათმა, „ტროიკამ“ რა შედეგი უნდა მოგვცეს. პროცენტი იქნება ისევ ჯამში 1-1,5 %, თუ მანამდე არ დაიშალნენ. მეორე არის ალბათ, ვიღაცას ატყუებენ, მორიგ შეძლებულ ადამიანს, რომ დააფინანსოს და ფული გამოსძალონ. სავარაუდოდ, ეს არის სქემა და ეს არის ალბათ ისევ კეზერაშვილი"
- თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.