მექსიკაში 5 ქალი მოკლული იპოვეს | მედია

გამოქვეყნდა:

სამხრეთ მექსიკის ქალაქ კუატლაში, 5 ქალი მოკლული იპოვეს, - ინფორმაციას Abcnews ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცხედრებს ქალაქის 2 განსხვავებულ ადგილას მიაგნეს, რომელიც ხშირად გამოიყენება მექსიკაში ნარკობანდების მიერ შეტყობინებების გასაგზავნად. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობები, როგორც ჩანს, ნარკობანდის მიერ იყო ჩადენილი და შესაძლოა, გარკვეული დავის ნაწილი ყოფილიყო.

ქალების მკვლელობები მექსიკაში ბოლო წლებში მზარდი პრობლემაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი