
ფინეთი აპირებს, რომ რუსებს ქონების ყიდვა აუკრძალოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ფინეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს, იმ უძრავი ქონების ტრანზაქციებზე შეზღუდვების გამკაცრებას, რომლებსაც რუსები ფინეთის ტერიტორიაზე ყიდულობენ.
გარდა ამისა ფინეთის თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი განიხილავს მსგავსი ტრანზაქციების სრული აკრძალვის ვარიანტს.
არსებული ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა დეკემბერში უნდა წარადგინოს რუსების მიერ შეძენილი უძრავი ქონების ტრანზაქციების ანგარიში. ანგარიშის მომზადებისთანავე კი ხელისუფლება დაიწყებს კანონმდებლობის განახლების პროცესს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროკავშირმა 17,5 მილიარდ ევროს რუსული აქტივები გაყინა.