ოკუპანტებს ხერსონის ოლქის ბავშვთა სახლიდან მოსწავლეები დროებით ოკუპირებულ ყირიმში გადაჰყავთ- უკრაინის ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში მდებარე ოლეშკოვსკის ბავშვთა სახლის პანსიონიდან მოსწავლეების დორებით ოკუპირებულ ყირიმში გადაყვანას აგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ომბუდსმენი დიმიტრი ლუბინეცი, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს. 

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ეს ჟენევის კონვენციისა და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის დარღვევა.

"მე მივიღე გადამოწმებული ინფორმაცია ხერსონის რეგიონული საბჭოს ოლეშკოვსკის ბავშვთა სახლიდან, 9-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეების, სიმფეროპოლის ოლქის კლინიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ... მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტის შესახებ“, - წერს ლუბინეცი

მისივე თქმით, ამ ქმედებით, ბავშვთა დაწესებულების ე.წ. დირექტორი ღია გენოციდს სჩადის.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის ოლქის ოლეშკოვსკის ბავშვთა სახლიდან ყირიმში 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი წაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი