ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "უზენაესი სასამართლოს" მოსამართლეს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

ე.წ. დონეცკის "სახალხო რესპუბლიკის" "უზენაესი სასამართლოს" მოსამართლეზე, ალექსანდრე ნიკულინზე თავდასხმა მოხდა. ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და მძიმე მდგომარეობაშია.  მათივე ცნობით, თავდასხმა 4 ნოემბერს, ქალაქ უგლეგორსკში მოხდა. პუტინის მარიონეტი პუშილინი თავდასხმას უკრაინას აბრალებს:

"უკრაინის რეჟიმი აგრძელებს თავისი საზიზღარი ტერორისტული მეთოდების გამოვლენას. გუშინ, 4 ნოემბერს, საღამოს, უგლეგორსკში განხორციელდა მკვლელობის მცდელობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით DPR-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე ნიკულინზე. ალექსანდრე ანატოლიევიჩმა ნაცისტური ომისთვის განაჩენი გამოუტანა კრიმინალებს. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ. ალექსანდრე ნიკულინს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს "რესპუბლიკის მეთაური" დენის პუშილინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი