
სატელიტური სურათების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის მატარებელმა 4 ნოემბერს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად გადაკვეთა რუსეთის საზღვარი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია 38 North-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებს აანალიზებს.
"პარასკევს დილით, ადგილობრივი დროით 10:24 საათზე (01:24 UTC), ერთ-ერთ ლიანდაგზე ჩანდა სამი დახურული ვაგონისგან შემდგარი მატარებელი ტვირთის გადაზიდვის ზონასთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ექსპერტთა აზრით, შესაძლოა ეს მატარებელი არ იყოს ერთადერთი, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა ბოლო თვეებში. მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში რკინიგზით 30 ცხენი გადაიყვანეს - პუტინის "საჩუქარი“ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისთვის, თუმცა თანამგზავრებმა ეს ტვირთი ვერ დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ კორეა-რუსეთის მეგობრობის 800 მეტრიანი ხიდი ქვეყნებს შორის ერთადერთი სახმელეთო კავშირია. ჩრდილოეთ კორეამ ეს კავშირი 2020 წლის თებერვალში დაასრულა, როდესაც პანდემიის გამო საზღვრები ჩაკეტა. ფხენიანი და მოსკოვი სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენაზე მიმდინარე წლის სექტემბერში შეთანხმდნენ.