
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ ნიკოპოლის რაიონი გუშინ 8-ჯერ დაბომბეს.
მისი თქმით, რაინის მასშტაბით დაზიანებულია „კერძო სახლები, მანქანები და გაზსადენები“. უშუალოდ ნიკოპოლში კი ჭურვები „დაეცა რამდენიმე სახლს - მრავალსართულიანსა და კერძოს, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები“, - წერს რეზნიჩენკო.
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა ანატოლი კურტევმა კი განაცხადა, რომ დაბომბეს საცხოვრებელი სახლი. დაბომბვის შედეგად განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენობა და, წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა.