აშშ უკრაინას კონფიდენციალურად მოუწოდებს აჩვენოს, რომ ის ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის - WP

გამოქვეყნდა:

Washington Post-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს კონფიდენციალურად მოუწოდებს ღიად აჩვენონ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან და საჯაროდ არ თქვან უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, თუ პრეზიდენტი პუტინი ხელისუფლებიდან არ წავა.

მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნა არაა მიმართული უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან  მიყვანაზე, არამედ ეს ემსახურება  საერთაშორისო მხარდამჭერების თვალში მორალური უპირატესობის შენარჩუნებას, ასევე, მხარდაჭერის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც შესაძლოა, ომის ხანგრძლივობით იყვნენ შეშფოთებულები.

მედია აღნიშნავს, რომ აშშ-ის  ოფიციალური პირები იზიარებენ უკრაინელი კოლეგების შეფასებას, რომ პუტინი, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს, თუმცა მიანიშნებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მასთან მოლაპარაკებებზე უარი აშფოთებდ ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილებში. იქ, სადაც ომის შედეგად საკვებისა და საწვავის ხარჯებზე გავლენა ყველაზე მკვეთრად იგრძნობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი