
როდესაც ომი ახრჩობს ევროპას, რუსეთის ქვეშ მოქცეული პატარა ერი მოულოდნელი ეკონომიკური ბუმით სარგებლობს - ამის შესახებ საერთაშორისო მედია, Reuters სტატიას აქვეყნებს.
გამოცემაში ნათქვამია, რომ საქართველო აპირებს ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა წელს, მას შემდეგ, რაც მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და ვლადიმერ პუტინის მობილიზების მცდელობის გამო 100 000-ზე მეტი რუსის საქართველოში დრამატული შემოდინება დაფიქსირდა.
რამდენადაც მსოფლიოს დიდი ნაწილი რეცესიისკენ მიისწრაფვის, შავ ზღვასთან მოსაზღვრე 3,7 მილიონი მოსახლე ქვეყანა, მოელის, რომ 2022 წლისთვის ეკონომიკური წარმოების მკვეთრი 10%-იანი ზრდა დააფიქსიროს - წერს გამოცემა საერთაშორისო ინსტიტუტებზე დაყრდნობით.
სტატიაში ნათქვამია, რომ საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს საქართველოში სულ მცირე 112 000 რუსი წავიდა. პირველი დიდი ტალღა 43,000-მდე მას შემდეგ ჩავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 24 თებერვალს. საქართველოს მთავრობის თქმით, მეორე ტალღა წამოვიდა მას შემდეგ, რაც პუტინმა სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა მობილიზაციის შესახებ.
"საქართველოს ეკონომიკურმა ბუმმა - ხანმოკლე თუ არა - დააბნია ბევრი ექსპერტი, რომლებმაც დაინახეს ომის მძიმე შედეგები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომელთა ეკონომიკური კეთილდღეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის უფრო დიდ მეზობელთან ექსპორტისა და ტურიზემის [ტურისტები] გზით" - წერს Reuters.
საქართველოსკენ 1 მილიარდი დოლარით
Reuters წერს, რომ საქართველოს 2008 წელს რუსეთთან ომი ჰქონდა - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო, ტერიტორიები, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.
"თუმცა, ახლა საქართველოს ეკონომიკა აღადგენს და სარგებლობს რუსეთთან სიახლოვით სარგებელს იღებს - ორივეს საერთო სახმელეთო საზღვრი აქვთ - და ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა, საშუალებას აძლევს რუსებს იცხოვრონ, იმუშაონ და შექმნან ბიზნესი ქვეყანაში ვიზის საჭიროების გარეშე.
გარდა ამისა, რუსეთიდან ომს გაქცეულებს თან აქვთ ფული.
საქართველოს ცენტრალური ბანკის მონაცემებით, აპრილიდან სექტემბრამდე რუსებმა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი გადარიცხეს ბანკების ან ფულის გადარიცხვის სერვისების საშუალებით, რაც ხუთჯერ მეტია, ვიდრე 2021 წლის იმავე თვეებში.
ამ შემოდინებამ ხელი შეუწყო ქართული ლარის გამყარებასაც" - ნათქმია სტატიაში
ბინების დეფიციტი თბილისში
არცერთ სფეროზე არ არის ისეთი მკაფიო გავლენა "ახალმოსახლეების" გამო, როგორც დედაქალაქის საბინაო გაქირავების ბაზარზე, სადაც გაზრდილი მოთხოვნა ამძიმებს ვითარებას.
TBC ბანკის ანალიზის მიხედვით, თბილისში ქირა წელს 75%-ით გაიზარდა და ზოგიერთი დაბალშემოსავლიანი მოქალაქე და სტუდენტი აღმოჩნდნენ იმ მზარდი საბინაო კრიზისის ცენტრში, რაზეც მანამდე აქტივისტები საუბრობდნენ.
საფრთხეები და მოსალოდნელი კრიზისი
ეკონომისტები და ბიზნეს სექტორი კვლავ შეშფოთებულია ომის გრძელვადიანი უარყოფითი შედეგებით და საუბრობენ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც რუსები უკან "სახლში" დაბრუნდებიან.
„ჩვენს სამომავლო გეგმებს არ ვაშენებთ ახალმოსახლეებზე“, - ამბობს შიო ხეცურიანი, საქართველოს უძრავი ქონების დეველოპერების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი შიო ხეცურიანი.
იჯარის ფასების ზრდის პირობებშიც კი, ხეცურიანი ამბობს, რომ დეველოპერულ კომპანიებს არ სურთ დამატებით ინვესტიციების განხორციელება საბინაო ბაზარზე, განსაკუთრებით მასალებისა და აღჭურვილობის ფასების ზრდის გამო" - წერს Reuters.
ეკონომისტების გაფრთხილებაა, რომ "ბუმი" შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გამოიყენოს ჯანსაღი საგადასახადო შემოსავლები ვალების დასაფარად და უცხოური ვალუტის რეზერვების შესაქმნელად, სანამ მათ ეს შეუძლიათ.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეს ფაქტორი, რომელიც წლევანდელ ზრდას განაპირობებს, დროებითია და ეს არ იძლევა მდგრადი ზრდის გარანტიას მომდევნო წლებში, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო“, - ამბობენ EBRD-ში.
Reuters სტატიას ასრულებს გაფრთხილებით, რომ „არამდგრადი მდგომარეობა ჯერ კიდევ არსებობს და კრიზისმა შეიძლება დაგვიანებით "დაარტყას" საქართველოს".