
ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსი ანდრეი პიანტკოვსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სანქციებს არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ ამერიკისგანაც უნდა ელოდოს - ამის შესახებ პიანტკოვსკიმ "ფორმულას" გადაცემაში "გლობალური პოლიტიკა" ისაუბრა.
ანალიტკოსი ამბობს, რომ მას კონტაქტი აქვს ანდრეი ერმაკთან და მაიკლ მაკფოლთან და იცის, როგორ მუშაობს სანქციებზე მათი ერთობლივი ჯგუფი - მისი თქმით, ერთ-ერთის სიაში მოხვედრა მეორე მხარის სანქცირებულთა სიაში მოხვედრასაც ნიშნავს.
როგორც მან აღნიშნა, "ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც ამ ძალიან მდიდარ ადამიანს [ივანიშვილს] შეიძლება მივცეთ არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს პარიზში".
"მე კონტაქტი მაქვს ამ ორივე ფიგურასთან - ერმაკთან და მაკფოლთან, რომლებიც მუშაობენ ამ სიაზე. ვიცი ერმაკ-მაკფოლის კომისიაში რაც ხდება და თუ მოხვდა [სიაში] ერთ მხარეს, მეორე მხარესაც აღმოჩნდება სანქციების სიაში. უბრალოდ ამერიკაში სანქციების სიაში შეყვანა მოითხოვს მთელ რიგ ფორმალურ პროცედურებს, რომლებიც ახლა ხორციელდება და გადაეცით ბატონ ივანიშვილს რომ არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ამერიკამაც შემოიღო სანქციები მის წინააღმდეგ, ძალიან მალე მას ამას აცნობებენ", - თქვა მან. [ფორმულას თარგმანი]
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა დაასანქცირა. სანქციები შეეხო ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს, რძალს ქეთავენ ხარაძეს, დედიაშვილ უჩა მამაცაშვილსა და მის შვილ ტატე მამაცაშვილს.