ვიქტორიას ტბაში ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

ვიქტორიას ტბაში ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ტბისპირა ქალაქ ბუკობას აეროპორტში დაშვებას ცდილობდა.

BBC წერს, რომ ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, თვითმფრინავიდან 26-ის გამოყვანა მოხერხდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ადგილზე სამძებრო-სამუშაოები მიმდინარეობს.

თვითმფრინავი თითქმის მთლიანად ჩაძირულია, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები მდინარიდან მის ამოყვანას თოკებით ცდილობენ.

პრეზიდენტმა სამია სულუჰუ ჰასანმა დაზარალებულებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

თვითმფრინავი ტანზანიის უდიდესი ქალაქიდან, დარ-ეს სალამიდან ბუკობამდე მიფრინავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი