რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინულმა ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამთავრობო მედიის მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკის ჰიდროელექტროსადგური უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

მედია წერს, რომ დაზიანება აშშ-ის მიერ წარმოებული და მიწოდებული HIMARS-ის სარაკეტო სისტემის დარტყმამ გამოიწვია. გამოცემას რუსეთის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ "უკრაინის მხრიდან კაშხალზე თავდასხმა ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნის მცდელობაა".

ოქტომბრიდან რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ნოვა კახოვკას კაშხალზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. კაშხლის დაზიანებით დიდი ტერიტორია დაიტბორება, რაც სავარაუდოდ, ხერსონის გარშემო ნგრევას გამოიწვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი