სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი "ქართული ოცნების" ძალისხმევით, ლამის პოლიტიკურ ცირკად გადაიქცა. მმართველ პარტიას ნათქვამი აქვს, რომ ის საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს, მაგრამ არც იმ 3 კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელსაც რეკომენდაცია სამოქალაქო სექტორმა გაუწია.
რასთან გვაქვს საქმე და რა თამაშს თამაშობს "ოცნება"? რომელსაც სხვათაშორის განდეგილი მეოცნეებების ხმების ჩათვლითაც კი, მაინც არ ჰყოფნის ხმები - ერთპარტიულად დაამტკიცოს ახალი ომბუსმდენი. ხომ არ არის ეს პროცესის მთლიანად ჩაგდების მცდელობა?
სახალხო დამცველის ვერ დამტკიცებით და ამ საკითხზე კოსნენსუსის ვერ მიღწევით, ევროკავშირის 12-პუნქტიან წინადადებაში კიდევ ერთი პუნქტი ვარდება და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი გარანტიით, და ჩვენი მტრების გასახარად, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე რჩება.