პარლამენტში დღეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება, რომელთა თანახმადაც მთავრობას უფლებას ეძლევა 2020 წლის ბოლომდე, პარლამენტის გვერდის ავლით და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, დააწესოს სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებები.
კანონპროექტში ამ ცვლილებების შეტანის მიზეზი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაა, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებებს ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის სასარგებლოდ გამოიყენოს. ოპოზიციის შეფასებით ეს არაკონსტიტუციური კანონპროექტია.